ფიბი უოლერ ბრიჯი და დონალდ გლოვერი Mr. and Mrs. Smith-ზე სერიალში ითამაშებენ

64

ამაზონმა გადაწყვიტა 16 წლის წინანდელი ძალიან პოპულარული ფილმი სერიალად გადაექცი. რთული იქნება Mr. და Mrs. სმიტების წარმოდგენა ცნობილი წყვილის ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გარეშე, თუმცა არა შეუძლებელი. სერიალში ერთმანეთზე შეყვარებული ჯაშუშების როლებს მომღერალი დონალდ გლოვერი (Childish Gambino) და Fleabag-ის ავტორი და მსახიობი ფიბი უოლერ-ბრიჯი შეასრულებენ. სიახლე ინსტაგრამზე Amazon Studio-ს ხელმძღვანელმა, ჯენიფერ სეილკმა სახალისო ვიდეოთი გაავრცელა. მისი მიხედვით, სერიალის პრემიერა 2022 წლისთვის იგეგმება, შოუს სცენარისტი კი ფრანჩესკა სლოუნი იქნება, რომელიც ისეთი სერიალების ავტორი იყო, როგორიცაა Fargo, Seven Seconds და ა.შ.