რა სიურპრიზი მოუწყო საქმრომ ჯეილოს

117

14 თებერვალს მსოფლიომ სიყვარულის დღე აღნიშნა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგარამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს თუ რა სიურპრიზი მოუწყო მას საქმრომ. ალექს როდრიგესმა, საყვარელი ქალის მიმართ სიყვარულისა და ყურადღების გამოსახატად წითელი ვარდების დიდი თაიგული შეუკვეთა, რომელსაც ზედ ასევე წითელი ფერის, გულის ფორმის ბუშტები ჰქონდა მიბმული. სიურპრიზით აღფრთოვანებულმა ლოპესმა ემოციები თავის გამომწერებს გაუზიარა.