„Mr. and Mrs. Smith“ – სერიალზე მუშაობა დაწყებულია

63

დონალდ გლოვერმა და ფიბი უოლერ-ბრიჯმა სერიალ „მისტერ და მისის სმიტებზე“ მუშაობა დაიწყეს, სადაც მთავარ როლებს თავად შეასრულებენ. ფილმ „Mr. and Mrs. Smith“-ის  ორიგინალური ვერსია 2005 წელს გამოვიდა და მასში პროფესიონალი, დაქირავებული ჯაშუშების როლი ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განასახიერეს. ახალი სერიალის პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი.