„The Last of Us“ – სერიალში პედრო პასკალი და ბელა რემსი გამოჩნდებიან

65

HBO-ს სერიალ „The Last of Us“-ში პედრო პასკალი და ბელა რემსი მთავარ როლებს შეასრულებენ. სცენარის მიხედვით, სერიალის ერთ-ერთი გმირი ჯოელი კონტრაბანდისტია და ის მოზარდ ელისთან ერთად ამერიკაში მოგზაურობს. ცნობისთვის, ხსენებულ მსახიობებს მაყურებლები „სამეფო კარის თამაშებიდან“ იცნობენ.