Lucasfilm–მა მსახიობი პოლიტიკური პოსტის გამო სამსახურიდან დაითხოვა

59

კომპანიამ Lucasfilm სერიალ “მანდალორიელის” და ფილმების “დედპული” და “ფორსაჟი 6” მსახიობთან ჯინა კარანოსთან ხელშეკრულება გაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მსახიობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო მოხდა, სადაც კარანომ აშშ–ში არსებული სიტუაცია ნაცისტურ გერმანიას შეადარა.

“ებრაელებს ქუჩებში არა ნაცისტი ჯარისკაცები, არამედ მათივე მეზობლები და ბავშვები სცემდნენ. რადგანა ისტორიის რედაქტირება მიმდინარეობს, ხალხი დღეს ვერ აღიქვამს იმას, რომ როდესაც ნაცისტმა ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს ებრაელები, ამ მომენტისთვის ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა მოსახლეობას სიძულვილი გასჩენოდა ამ ერის მიმართ. მაშ რით განსხვავდება ეს პოლიტიკური აზრების სხვადასხვაობის გამო სიძულვილისგან?”, – წერდა მსახიობი სოციალურ ქსელში.

კინოკომპანია უმალ გამოეხმაურა აჟიოტაჟს და განაცხადა, რომ ჯინა კარანო არ მუშაობს Lucasfilms-ში, ხოლო მისი განცხადებები სრულად მიუღებელია.