ჯაზმენი ჩიკ კორეა გარდაიცვალა

69

ცნობილი ჯაზმენი, პიანისტი და კომპოზიტორი ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“უდიდესი წუხილით გამცნობთ, რომ 79 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადების უიშვიათესი ფორმისგან ჩიკ კორეა გარდაიცვალა”, – აცხადებს მუსიკოსის ოჯახი.

პიანისტი და კომპოზიტორი ჯაზის სამყაროში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ითვლებოდა. ის 50–ჯერ იყო ნომინირებული პრემია “გრემიზე”, რომელთაგან 23–იც გადაეცა.