ტეილორ სვიფტმა ძველი ალბომი განაახლა

62

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ არტისტმა სოციალურ ქსელში დაწერა და აქვე გამოაქვეყნა ძველი ალბომის განახლებული ვერსიის გარეკანიც. როგორც ირკვევა, სვიფტის ალბომის Fearless-ის ახალ ვერსიაში 26 სიმღერაა წარმოდგენილი. მათგან 6 კომპოზიცია კი ამ დრომდე გამოუქვეყნებელი სინგლებია.