ლუვრს ნამუშევრები ბუნკერში გადააქვს

225

1910 წელს პარიზში მომხდარმა უდიდესმა წყალდიდობამ ქალაქს დიდი ზარალი მიაყენა. დღეს, გლობალური დათბობის ფონზე, მსგავსი სტიქიური უბედურების განმეორების რისკი 40%–ს შეადგენს. ლუვრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ დაელოდოს კრიტიკულ მომენტს და მუზეუმის სარდაფებში შენახული ნამუშევრები დაცულ ადგილას გადაიტანოს. სპეციალური საცავი პარიზიდან 200კმ–ში ააშენეს. ახალი საკონსერვაციო ცენტრი ბრიტანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Rogers Stirk Harbour + Partners დააპროექტა. ბუნკერი წყალგაუმტარი, სეისმომდგრადი და ექვს ზონადაა დაყოფილი. მომავალში იგეგმება მისი კვლევით ცენტრად გადაქცევაც.

დღეისთვის ლუვრის საკონსერვაციო ცენტრში უკვე გადატანილია 100 ათასამდე ექსპონატი, ხოლო ზაფხულისთვის 250 ათასი ერთეულის ტრანსპორტირება იგეგმება.