ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2019-ის მოკლე სია ცნობილია

27

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია.

კონფიდენციალურმა ჟიურმა 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.

გამარჯვებულები  25 ივნისს, 18:00 მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

რომანი

შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პროზაული კრებული

1. გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

2. დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

პოეტური კრებული

1. მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო

3. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი

4. მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

დოკუმენტური პროზა

1. მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

2. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“

4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“

დებიუტი

1. ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი

3. ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

5. იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L

6. ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L

7. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დიზაინი

1.თეონა ჭანიშვილი – „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“

2. თეონა ჭანიშვილი – „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე  / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“

4. ვიოლა ტუღუში – „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია  / გამომცემლობა „არტანუჯი“

5. სოფია ანთაძე – „ამ რომანში ყველა კვდება“ , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა