სელენა გომესი აღიარებს რომ მისი ესპანურენოვანი ალბონის უმეტესი ნაწილი ზუმითაა ჩაწერილი

255

ალბათ სელენას ყველა გულშემატკივარმა იცის რომ 2020 წელს მომღერალმა საკუთარი ბიზნესი, Rare beauty წამოიწყო. მიუხედავად დიდი კონკურენციისა სელენას კოსმეტიკის ბრენდი 10 ყველაზე წარმატებულ სელებრითულ Beauty Brands-ის სიაშია.

2021 წელი კი მან ისევ სიმღერით, ახალი ალბომით და ბევრი მუშაობით დაიწყო. გასაკვირი არ არის რომ ყველა ინდუსტრია რაღაც მხრივ შეჩერებულია ან ონლაინ რეჟიმზეა გადასული. თუმცა მომღერლის განცხადებამ მისი გულშემატკივრები მაინც აალაპარა. სელენამ აღნიშნა რომ მისი ალბომის უმეტესი ნაწილი აპლიკაცია “ზუმის” მეშვეობითაა ჩაწერილი.