მერაბ სეფაშვილი: იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა

585

რამდენიმე კვირის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, თუმცა მაშინ ოჯახმა ეს ინფორმაცია მალევე უარყო. დღეს კი სამწუხაროდ, ოფიციალურად დადასტურდა ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების ფაქტი. მისი კოლეგა და მეგობარი მერაბ სეფაშვილი მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„თემურის გარდაცვალებით გული ძალიან მტკივა. ის ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და ბავშვობა მასთან იყო დაკავშირებული. მშობლებთან მეგობრობდა.  მერე როცა წამოვიზარდე ჩვენც ვმეგობრობდით. მერე კი უკვე მართლა ვძმაკაცობდით. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები, რომლებიც  „ივერიასთან“ ერთად გამოვიარე. ნამდვილად, გული ძალიან მტკივა. განვიცდიდი ეს პერიოდი. იმედი გვქონდა ყველას, მის მეგობრებსა და ახლობლებს, რომ იქნებ როგორმე გამოჯანმრთელებული, მაგრამ…უფალმა ასე ინება“. – აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.

ცნობისთვის, 75 წლის თემურ წიკლაური კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.