„ბრიჯერტონი“ – Netflix-ის ყველაზე პოპულარულ სერიალს მეორე სეზონი ექნება

364

სტრიმინგ-სერვის Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონი“ გახდა. პროექტი ასევე „The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. გავრცელებული ცნობით, რეჟისორ შონდა რაიმსის ნამუშევარი პრემიერიდან 28 დღეში 82 მილიონ ოჯახში ნახეს. როგორც ირკვევა, კინოსურათს მეორე სეზონით გაახანგრძლივებენ. „ბრიჯერტონის“ ახალ ნაწილზე მუშაობა გაზაფხულზე დაიწყება.