მსახიობი სისელი ტაისონი გარდაიცვალა

217

ამერიკელი მსახიობი სისელი ტაისონი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“მწუხარებით ვიუწყებით, რომ მის სისელი ტაისონის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გვამცნო”, – აცხადებს მსახიობის აგენტი.

ტაისონი 1924 წელს დაიბადა და 2020 წლამდე აქტიურად ეწეოდა სამსახიობო კარიერას. რამდენჯერმე იყო ნომინირებული ოსკარზე და ორჯერ გადაეცა პრემია “ემი.”