Art Basel სექტემბერში გაიმართება

249

შვეიცარულ ბაზელში ყოველწლიური ბაზრობა 2021 წლის 21–22 სექტემბერში VIP-კლიენტებისთვის, ხოლო 23–26 სექტემბერს დანარჩენებისთვის ოფლაინ გაიმართება. ასევე მარტსა და ივნისში ორი ონლაინ–ბაზრობაა დაგეგმილი.

ღონისძიების ვადების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება COVID-19-ის ვაქცინაციის გამო იქნა მიღებული. როგორც Art Basel-ის საერთაშორისო დირექტორი მარკ შპიგლერი აცხადებს, სექტემბერში მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული.

“ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ, ველით, რომ ბაზრობაზე უფრო თავისუფლად იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება”, – აცხადებს შპიგლერი.