„ჩრდილი და ძვალი“ – სერიალის ფოტოები გავრცელდა

294

Netflix-მა ახალი პროექტის „ჩრდილი და ძვალი“ ფოტოები Twitter-ზე გაავრცელა.  სერიალში მთავარ როლებს ფრედი კარტერი, ბენ ბარნსი, ამიტა სუმანი და ჯესი მეი ლი ასრულებენ.

კინოსურათი ახალგაზრდა ჯარისკაცი გოგოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც  საკუთარ თავში ჯადოსნურ ძალებს აღმოაჩენს. ეს ძალა კი მას მსოფლიოს გაერთიანებაში დაეხმარება, თუმცა მის წინააღმდეგ ბნელი ძალებიც იბრძვიან. რეჟისორ ლო ტოლანდ კრიგერის ფილმის პრემიერა 23 აპრილს შედგება.