პომპიდუს ცენტრი 4 წლით იხურება

717

საფრანგეთის კულტურის მინისტრის, როზლინ ბაშლოს განცხადებით, პომპიდუს ცენტრი სარემონტო სამუშაოების გამო 2023 წლის ბოლოს დაიხურება. რეკონსტრუქცია 2027 წელს უნდა დასრულდეს, როდესაც ცენტრის 50 წლის იუბილე აღინიშნება.

არსებობდა ალტერნატიული გეგმა, რომლის თანახმადაც ცენტრი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად გახსნილი იქნებოდა, თუმცა ეს მეტ დროსა და დანახარჯს გამოიწვევდა. სრული დაკეტვის შემთხვევაში რენოვაცია 242,9 მილიონი დოლარი დაჯდება.

“არჩევანი არ გვაქვს, შენობა საშინელ მფომარეობაშია”, – აცხადებს ცენტრის დირექტორი სერჟ ლავინი.