კანის კინოფესტივალი ივლისში ჩატარდება

242

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წლის 6–17 ივლისს გაიმართება. გადაწყვეტილება ფესტივალის ორგკომიტეტმა მიიღო. მათივე განცხადების თანახმად, თავიდან ჩვენებები 11–22 მაისს იგეგმებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა თავის დაზღვევა ამჯობინეს.

ფრანგი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა, რომელიც ახლა საფრანგეთში მძვინვარებს, ზაფხულში შესაძლოა აქტუალური აღარ იყოს.