პოეტ მაია ენჯელოუს თოჯინა შთამაგონებელი ქალების სერიას შეუერთდა

45

მაია ენჯელოუმ ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო, ეროვნული ხელოვნების მედალი კი ბილ კლინტონისგან. ახლა ამერიკელი პოეტი ნაკლებ ოფიციალური პატივის ღირსი გახდა — სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Mattel-მა მისი სახელობის ბარბის თოჯინა შექმნა.

ახალ თოჯინას ენჯელოუს მსგავსი გარეგნობა და თავსაბურავი აქვს, ასევე სამკაული და ყვავილებიანი კაბა, რომელიც თოჯინის მომრგვალებულ ფორმებს შემოსავს. ბარბი შთამაგონებელი ქალების სერიის ნაწილია, რომელიც როზა პარკსის და ფრიდა კალოს თოჯინებსაც მოიცავს.

თოჯინა ბარბი მწერლის 1969 წელს დაწერილ ნაწარმოებს — ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ეძღვნება.