ჰარი პოტერი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. მსოფლიოში მისი ნახევარ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და თარგმნილია 87 ენაზე. ბრიტანელი მწერლის მიერ შექმნილი ფენტეზი სერია რვა ფილმად გადაიღეს, რომელთა საერთო შემოსავალმა $8 მილიარდს გადააჭარბა. ახლა კი როგორც ამერიკული მედიაგამოცემა The Hollywood Reporter გვამცნობს, HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იმუშავებს წიგნის სერიალად გადაქცევაზე. როგორც გავიგეთ, ამჟამად WarnerMedia-სა და სტრიმინგ პლატფორმის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე პოტენციური სცენარისტისა და რეჟისორის პროექტში ჩართვა განიხილება.