პროდიუსერი ალბერტო გრიმალდი გარდაიცვალა

240

იტალიელი კინოპროდიუსერი ალბერტო გრიმალდი, რომელიც სერჯიო ლეონესთან და მარტინ სკორსეზესთან ერთად ლეგენდარულ ფილმებზე მუშაობდა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გრიმალდი 1925 წლის 28 მარტს ნეაპოლში დაიბადა. 1961 წელს მან საპროდიუსერო კომპანია Produzioni Europee Associati (PEA) დააარსა.

ის მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა “დეკამერონი”, “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, “კაზანოვა”, “ნიუ–იორკის ბანდები” და ბევრი სხვა.