“პიტერ პენი” და “დამბო” ცენზურის ქვეშ მოხვდნენ

347

კინოკომპანიამ Disney საბავშვო კატალოგებიდან კლასიკური ფილმები ამოიღო და მათზე ასაკობრივი ცენზი 7+ დაადგინა.

ფილმები “პიტერ პენი”, “არისტოკრატი კატები”, “დამბო” და “Swiss Family Robinson” რასობრივ თემებს ეხება. კერძოდ, პიტერ პენის შესახებ მულტფილმში ინდიელებს წითელკანიანებს უწოდებენ, არისტოკრატ კატებში ერთ–ერთი პერსონაჟი წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის კარიკატურას, ხოლო დამბოში აფროამერიკელ მონებს დასცინიან, რომლებიც პლანტაციებზე მუშაობენ.