კორონავირუსის პანდემიის შესახებ სერიალში The Spectred Isle, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ბორის ჯონსონის როლს მსახიობი კენეტ ბრანა შეასრულებს. სატელევიზიო დრამა სულ ხუთი ეპიზოდისგან შედგება და მისი რეჟისორი მაიკლ უინტერბოტია.
“COVID-19-ის პანდემიის პირველი ტალღა ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ესაა დრო, როდესაც ქვეყანა ერთიანად დადგა უხილავი მტრის წინაშე. ესაა დრო, როდესაც ჩვენ ერთიანობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გავითავისეთ”, – აცხადებს რეჟისორი.