სცენარისტი უოლტერ ბერნსტაინი გარდაიცვალა

167

ამერიკელი კინო და ტელესცენარისტი უოლტერ ბერნსტაინი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლის განცხადებით, სცენარისტი პნევმონიამ იმსხვერპლა. ბერნსტაინი 1950–იან წლებში კომუნიზმის მიმართ სიმპატიების გამო “შავ სიაში” მოხვდა და საქმიანობა აეკრძალა. თუმცა,მან ჰოლივუდში დაბრუნება 1959 წელს შეძლო.

უოლტერ ბერნსტაინის ნამუშევრებს შორისაა ფილმი The Front.