“სამყაროს მხსნელი” მუზეუმს დაუბრუნდა

47

პოლიციამ ნეაპოლის მუზეუმს ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელის” ზუსტი ასლი დაუბრუნა. მცველებმა ნამუშევრის დაკარგვის შესახებ არაფერი იცოდნენ. ნეაპოლის ცენტრში მდებარე სან–დომენიკო–მაჯორეს ეკლესიის მუზეუმი რამდენიმე თვეა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია, ამის გამო ტილოს გაქრობა ვერავინ შეამჩნია.

“ძარცვის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლებს დავუკავშირდით, მაგრამ მათ ნამუშევრის გაქრობის თაობაზე არაფერი იცოდნენ, რადგანაც შენობა უკვე სამი თვეა დაკეტილია”, – აცხადებენ პოლიციაში.

და ვინჩის ნამუშევრის ასლი 1500–იანი წლების დასაწყისში, ოსტატის მოწაფის, ჯაკომო ალიბრანდის მიერაა დახატული.