მსახიობმა კრისტინა რიჩიმ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს, ლოქდაუნის პირობებში რამდენჯერმე აღმოჩნდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური თუ მორალური ძალადობის მსხვერპლი. რიჩის თქმით, ის ნერვიულობს საკუთარ და ექვსი წლის შვილის – ფრედის უსაფრთხოებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მის მეუღლეს – ჯეიმს ჰერდეგენს აეკრძალა დედა-შვილთან 90 მეტრზე მეტად მიახლოება და ნებისმიერი სხვა სახის კონტაქტი.