Netflix-მა კორეული ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა

45

სტრიმინგ-სერვის Netflix-მა ფანტასტიკის ჟანრის კორეული ფილმის „Space Sweepers“ თრეილერი გამოაქვეყნა. სცენარის მიხედვით, ადამიანები საცხოვრებლად კოსმოსში გადავიდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ პლანეტის გარშემო ნაგავი დაგროვდა. მათ გასაწმენდად კი სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. ერთ-ერთი ჯგუფი პატარა გოგონას იპოვის, თუმცა ის ანდროიდი აღმოჩნდება, რომელსაც მთელი სამყაროს განადგურება შეუძლია. პრემიერა 5 თებერვალს შედგება.