Netflix-მა „ვინქსის” ადაპტაციის სრული თრეილერი გამოაქვეყნა

43

სტრიმინგ-სერვის Netflix-მა მულტსერიალ „ვინქსის” ადაპტაციის სრული თრეილერი გამოაქვეყნა. სიუჟეტის მიხედვით, ხუთი ფერია სხვა სამყაროში მდებარე სკოლა „ალფეას“ ეწვევა. მოვლენები ისე განვითარდება, რომ მათ თავიანთი უცნაური უნარების შესწავლასთან ერთად, ახალ ნაცნობებთან და პოტენციურ კონკურენტებთან გამკლავება მოუწევთ. პრემიერა 22 იანვარს იგეგმება.