ტრამპმა ლილ უეინი შეიწყალა

42

როგორც თეთრი სახლის პრეს–მდივანი კეილი მაკინანი აცხადებს, საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს დონალდ ტრამპმა რეპერები ლილ უეინი და Kodak Black შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ ლილ უეინი იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული. სასამართლო 2021 წლის 28 იანვარს უნდა გამართულიყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერს ათ წლამდე პატიმრობის ვადა ემუქრებოდა. Kodak Black 46 თვით სხვადასხვა სახეობის იარაღის შეძენისთვის დააპატიმრეს.