ტრამპმა ამერიკელი გმირების ბაღის გაშენების ბრძანება გასცა

43

2021 წლის 18 იანვარს (საპრეზიდენტო ვადის გასვლის წინა დღეს) დონალდ ტრამპმა ამერიკელი გმირების ბაღის გაშენების ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში, მას შემდეგ ისაუბრა, რაც მოძრაობა Black Lives Matter-ის მონაწილეებმა კონფედერაციის გმირების ძეგლების განადგურება დაიწყეს. ამერiკელი გმირების ბაღის მშენებლობა ტრამპმა თავისუფლების კოშკის მშენებლობას შეადარა.

ბრძანებაში აღნიშნულია 250 ადამიანი, რომელთა ქანდაკებებიც მომავალ ბაღში უნდა განთავსდეს. ცნობილია, რომ ეს პოლიტიკის, სპორტისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები არიან. მათ შორის არიან ჯონი ქეში, მაილზ დევისი, არეტა ფრანკლინი, ბილი ჰოლიდეი, ფრენკ სინატრა, რეი ჩარლზი, ელვის პრესლი, უიტნი ჰიუსტონი, ჰამფრი ბოგარტი, ბობ ჰოუპი, ჯიმი სტუარტი და სხვები.

ამერიკული პრესის განცხადებით, უცნაური ამ სიაში ალფრედ ჰიჩკოკის ხილვაა, რომელიც ბრიტანელი იყო. ასევე კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ კობი ბრაიანტის, ჯეკი რობინსონისა და როზა პარკსის გვერდით ჯონ უეინისა და უოლტ დისნეის ქანდაკებები აღმოჩნდება, რომლეთა შეხედულებებიც რასისტული იყო. რაც შეეხება ინდიელების ერთ–ერთ ბელადს, მას პრეზიდენტ უილის გრანტთან ერთად მოუწევს ყოფნა, რომელმაც მისი ხალხი მიწიდან განდევნა.

მემორიალის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ–ჯერობით უცნობია.