Google Arts & Culture-ს ახალი პროექტი აქვს

60

ამჯერად Google Arts & Culture მომხმარებლებს ეგვიპტის ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლებს სთავაზობს. ქაიროში მდებარე ამერიკული კვლევითი ცენტრის არქეოლოგებთან თანამშრომლობით ახალი პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ძეგლების რესტავტაციას მიეძღვნა.

“ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტის დახმარებით შევძლებთ გასაგები და საინტერესო ფორმით გიამბოთ ობიექტებზე, რომლებიც ტრადიციულად მეცვნიერული კვლევის საგანი იყო”, – აცხადებს Google Arts & Culture.

პლატფორმა 40 კატეგორიას მოიცავს, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ თემებს, როგორებიცაა წმინდა ანტონის მონასტრის რესტავრაცია, ასლამ ან–სილახარის მეჩეთი, როგორ ხვდებოდნენ ძველი ეგვიპტელები საიქიოში? და ბევრი სხვა.

პროექტის კურატორები არიან ამერიკული კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლუიზა ბერტინი და Google Arts & Culture–ის რესტავრაციის განყოფილების უფროსი ჩენს კუგენაუერი.

თავად პროექტის ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი:

https://artsandculture.google.com/project/ancient-egypt