ბრიტანულ არტ–ბიზნესს დანაკარგებს დაზღვევა აუნაზღაურებს

188

370 ათასამდე ბრიტანული საწარმო, მათ შორის არტ–ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები სადაზღვევო კომპანიებისგან კომპენსაციას მიიღებენ. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პანდემია სადაზღვევო შემთხვევაა, ამიტომ ბიზნესი, რომელიც დაზღვეულია კორონავირუსის დროს მიღებული ზარალის კომპენსაციას მიიღებს. თუმცა, სამართლიანი შეფასება უკვე სხვა საკითხია, რომლის გამოყენებასაც სადაზღვევო კომპანიები აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბრიტანული სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებდნენ “ავადმყოფობისა” და “წვდომის შეზღუდვის” შესახებ პუნქტები სადაზღვევო შემთხვევებად ეცნოთ.