ეგვიპტეში 54 სარკოფაგი აღმოაჩინეს

222

ქაიროს სამხრეთით, საკარას ნეკროპოლისში არქეოლოგებმა 3000 წლის, ხის 54 სარკოფაგი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ასევე დედოფალ ნეიტის სამგლოვიარო ტაძარს მიაგნეს. არექოლოგების ჯგუფს ზახი ხავასი ხელმძღვანელობდა.

მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორისაა სამაგიდო თამაშები, სტატუეტები და ნიღბები, რომლებიც ასევე ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდს მიეკუთვნება.

“ეს აღმოჩენები თავიდან დაწერენ საკარასა და ახალი სამეფოს ისტორიებს”, – აცხადებს ხავასი.