მაქს ბეკმანის კატალოგი–რეზონე პირველად გამოქვეყნდა

63

მხატვარ მაქს ბეკმანის (1884-1950) კატალოგი–რეზონე სპეციალურ საიტზე https://www.beckmann-gemaelde.org/უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. კატალოგი ჰამბურგის კუნსტჰალეს ხელმძღვანელობით შეიქმნა. პირველი ონლაინ–კატალოგის შექმნა განპირობებულია იმით, რომ მხატვარი 1950 წელს ანუ 70 წლის წინ გარდაიცვალა, ანუ მისი ნამუშევრები საავტორო უფლების ობიექტი ვეღარ იქნება და საზოგადოებრივ ქონებას წარმოადგენს.

მაქს ბეკმანის 843 ნამუშევრის გარდა, საიტზე ხელმისაწვდომია მხატვრის 1350 გამოფენისა და 5100 პუბლიკაციის შესახებ ინფორმაციაც. კატალოგს 5 წელი ხელოვნებათმცონდე ანია ტიდემანი ფონდ Kaldewei Stiftung–ის მხარდაჭერით ქმნიდა.