COVID-19-ის ვაქცინაციის ცენტრში პაციენტებისთვის გამოფენა მოაწყვეს

236

გერმანიის ქალაქ შტრაუბუნგში COVID-19-ის ვაქცინაციის ცენტრში პაციენტებისთვის გამოფენა მოაწყვეს. ინიციატივაში ჩართვას აპირებენ ქვეყნის სხვა ქალაქებიც.

ვაქცინაციის ცენტრი 2020 წლის 27 დეკემბრიდან მუშაობს და ის სავაჭრო–საგამოფენო ცენტრის შენობაშია განლაგებული. ამავე შენობაში ადგილობრივი მხატვრების ორგანიზებით, ტრადიციული ზამთრის გამოფენა უნდა გამართულიყო, თუმცა გეგმები პანდემიის გამო ჩაიშალა. ამიტომ მხატვრებმა გადაწყვიტეს ნამუშევრები ვაქცინაციის ცენტრში გამოეფინათ.

საბოლოო ჯამში, პაციენტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებასთან ერთად კულტურულ ღონისძიებასაც ესწრებიან.

სულ ცენტრში 42 ადგილობრივი მხატვრის 84 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელთა ყიდვაც მსურველებს შეუძლიათ.