მსახიობი ჟან–პიერ ბაკრი გარდაიცვალა

69

ფრანგი მსახიობი ჟან–პიერ ბაკრი 69 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

მსახიობი 1951 წელს ალჟირში დაიბადა, შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მრავალი წლის განმავლობაში ბაკრი და მისი მეუღლე, მსახიობი ანიეს ჟაუი უამრავ ფილმსა და სცენარზე მუშაობდნენ.