კეიტ ბლანშეტი საკუთარ სახლში გალერეას მოაწყობს

49

მსახიობი კეიტ ბლანშეტი აღმოსავლეთ სასექსში საკუთარ სახლში გალერეას აშენებს, რათა თანამედროვე ხელოვნების კოლექცია განათავსოს. ადგილობრივმა საბჭომ მსახიობს უკვე მისცა მშენებლობის ნებართვა. პროექტისთვის ბლანშეყმა ჰაიუელ–ჰაუსის ტერიტორიაზე ვიქტორიანული სტილის კოტეჯი 2015 წელს იყიდა.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის თანახმად, გალერეა ფარდულისა და საზაფხულო სახლის ადგილას აშენდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ორივე ნაგებობაში ღამურები ცხოვრობენ და რაიონული საბჭოს გადაწყვეტილებით, მშენებლობა მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მათთვის ბუდობის ადგილი მოეწყობა.