ელისეს მინდვრებს ბაღებად გადააკეთებენ

48

ელისეს მინდვრები, პარიზის ცენტრალური ქუჩა, რომელიც 1,9 კილომეტრს შეადგენს, რეკონტრუქციის მოლოდინშია. 250 მილიონ ევროდ შეფასებული პროექტის განხორციელება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყება. რესტავრაციის შესახებ პარიზის მერმა ან იდალგომ ისაუბრა და მოსახლეობას დაპირდა, რომ გადატვირთული ქუჩა ბაღად იქცევა.

1697 წელს ანდრე ლენოტრის მიერ დაპროექტებული ქუჩა, რომელიც ტიულრის ბაღის გაგრძელებას წარმოადგენდა, დღეს საფრანგეთის დედაქალაქის ერთ–ერთი ყველაზე დაბუნძურებული მონაკვეთია.

“ბოლო 30 წლის განმავლობაში ლეგენდარულმა გამზირმა თავისი მედიდურობა დაკარგა. მას ნელ–ნელა ტოვებდნენ პარიზელები, მან ბევრი დარტყმა მიიღო: ყვითელი ჟილეტები, გაფიცვები, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.”, – წერს ელისეის მინდვრების კომიტეტი.

სააგენტო PCA-Strem-ის პროექტში მწვანე ზონების შექმნა და საავტომობილო გზის შევიწროებაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მოეწყობა ველო–ბილიკები, ხოლო შეთანხმების მოედანი საფეხმავლო გახდება.