„ქალაქი ბორცვზე” – მეორე სეზონი გაზაფხულზე გამოვა

602

კრიმინალური დრამის „ქალაქი ბორცვზე” მეორე სეზონი გაზაფხულზე გამოვა. ახალ სეზონში მთავარ როლებს კევინ ბეიკონი და ელდის ჰოჯი ასრულებენ. ფილმში მოქმედება ბოსტონში ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, ოლქის პროკურორის თანაშემწე და გამოძიების ფედერალური ბიუროს კორუმპირებული ვეტერანი მუშაკი ერთად მუშაობენ საქმეზე, რომელიც სისხლის სამართლის კუთხით, სრულიად შეცვლის ქალაქის მართლმასაჯულების სისტემას.