ჯენიფერ ლოპესი: როცა არ გაფასებენ, გაეცალე!

147

ცოტა ხნის წინ, 51 წლის მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა კომპოზიციაზე In The Morning გადაღებული კლიპის ნაწყვეტი „ინსტაგრამზე“ განათავსა. ჯეი ლომ ვიდეოს აღწერაში დაწერა:

„ეს კლიპი სიმბოლოებითაა სავსე. ის ბნელ და ცალმხრივ ურთიერთობას ეხება. სხვას ვერ შეცვლი, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა შეცვალო, ფრთები უნდა შეისხა და როცა არ გაფასებენ, გაეცალე“, – დაწერა ლოპესმა.