ცნობილ ხმისჩამწერ სტუდია Abbey Road-ზე ახალ დოკუმენტურ ფილმს სერ პოლ მაკ–კარტნის ქალიშვილი, ფოტოგრაფი და რეჟისორი მერი მაკ–კარტნი გადაიღებს.
სრულმეტრაჟანი დოკუმენტური ფილმი “If These Walls Could Sing ” რეჟისორის პირად მოგონებებზეც მოგვითხრობს.
“ჩემი ბავშვობის მოგონებები იმ დროს უკავშირდება, რომელიც ამ სტუდიაში მაქვს გატარებული. დიდი ხანია მინდა ამ ისტორიული ადგილის შესახებ მოგითხროთ”, – აცხადებს მერი მაკ–კარტნი.