Skunk Anansie–ს სოლისტი ლიდსის უნივერსიტეტის რექტორი გახდა

25

ლიდსის ხელოვნების უნივერსიტეტმა ჯგუფ Skunk Anansie–ს სოლისტი, დებორა ენი დაიერი, რომელიც მეტსახელით “სქინ” არის ცნობილი, პირველ საპატიო რექტორად დაასახელა.

როგორც სასწავლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მუსიკოსს მნიშვნელოვანი საწარმომადგენლო როლი ეკიხსრება.

უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ სიმონ უოანაკოტის თქმით, სქინი დიდი ხანია ურთიერთობს მათთან, ბოლოს ის უნივერსიტეტს 2019 წელს მასტერ–კლასის ჩასატარებლად ეწვია.