ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ტელე–შოუს რეჟიმში გაიმართება

131

სპეციალური ტელეშოუ Celebrating America, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეძღვნება, ეთერში 2021 წლის 20 იანვარს გავა. გავრცელებული ინფრომაციით, ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საჯარო ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე არჩევის თანმდევია, ამჯერად ტელეშოუს სახით გაიმართება.

პროგრამას მსახიობი ტომ ჰენქსი გაუძღვება, ასევე კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას დემი ლოვატო, ჯონ ბონ ჯოვი, ჯასტინ თიმბერლეიკი და ანტ კლემონსი.

ტელეშოუს ხილვა სოციალური ქსელების გარდა, ABC, NBC, CBS, MSNBC და CNN–ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.