ენ ჰეთეუეის საკუთარი სახელი სძულს

192

მსახიობ ენ ჰეთეუეის სძულს, როდესაც სრული სახელით მიმართავენ. 38 წლის მსახიომა ამის შესახებ ჯიმი ფელონის შოუში ისაუბრა.

“დამიძახეთ ენი, გთხოვთ, ყველამ, ყველამ, ყველამ. და შეიძლება ახლა ჩემს სახელზე ვისაუბრო? ერთადერთი ადამიანი, რომელიც ენს მეძახის – დედაჩემია და ამას მაშინ აკეთებს, როცა ჩემზე გაბრაზებულია. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ამ სახელს მეძახის, მგონია, რომ ახლა უნდა მიყვირონ. ენ ჰეთეუეი 14 წლის ასაკში, მსახიობის ბარათზე გაჩნდა. მსახიობთა გილდიის წარმომადგენლებმა მკითხეს, როგორ ჩაეწერათ ჩემი სახელი. მაშინ ვიფიქრე, ჩემი სახელია ენ ჰეთეუეი და ასე უნდა ეწეროს. არც კი მიფიქრია, რომ მთელი ცხოვრება ამის მოსმენა მომიწევდა”, – განმარტავს მსახიობი.