სელენა გომესი ინსტაგრამის ლაიკების რეკორდსმენია

267

სერვის Hype Auditor–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომღერალი სელენა გომესი ინსტაგრამში რეალური ლაიკების ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობს. მომღერლის თითოეული სურათი საშუალოდ 4,6 მილიონ ლაიკს იმსახურებს. ამასთან აღსანიშნავი ფაქტია, რომ ხელმომწერთა რაოდენობით მას არიანა გრანდე და კრიშტიანუ რონალდუ უსწრებენ. კვლევის თანახმად, გომესის ხელმომწერთა 58% ქალები არიან, ხოლო 14%–ს ინდოეთის მოსახლეობა შეადენს.