Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

46

Netflix -ზე ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი “ჰარი-ჰარალე დედაო” დაიდო. ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი თავად გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი რუსული ბლოკბასტერის, “ღამის გუშაგის” რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია.

ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში “Rezo“-ს სახელით ჩაეშვა. მულტფილმი რუსეთის სახელით ოსკარის შორტ ლისტშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა. Netflix-ზე კიდევ ორი ქართული პროექტის, “ჩემი ბედნიერი ოჯახისა” და “სოვდაგარის” ხილვაა შესაძლებელი.