უინსტონ ჩერჩილის ნამუშევარს აუქციონზე გაყიდიან

31

ფერწერულ ტილო Scene at Marrakech, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრა უინსტონ ჩერჩილმა დახატა აუქციონი Christie’s გაყიდის.

1935 წელს შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ავტორმა ბერნარდ მონტგომერის აჩუქა, აუქციონზე პირველად მოხვდა. როგორც სავაჭრო სახლის თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების განყოფილების უფროსი ნიკ ორჩადი აცხადებს მსგავსი საჩუქარი უდიდესი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშანი იყო.

უინსტონ ჩერჩილი მაროკოში 1935 მოხვდა და აფრიკული ქვეყნის პეიზაჟებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ Sotheby’s აუქციონზე მისი ტილო 612,8 ათას ფუნტად გაიყიდა. ჩერჩილი ხელოვნებით 40 წლის ასაკში დაინტერესდა და 500–ზე მეტი ტილოს შექმნა მოასწრო.