ბრაიან მეიმ სუნამო გამოუშვა

82

ბრაიან მეიმ ბრენდ Xerjoff სერჯიო მომოსთან ერთად ახალი პარფიუმი Save Me გამოუშვა. სუნამოს სახელი ჯგუფ Queen–ის ერთ–ერთი ჰიტის საპატივცემულოდ დაარქვეს, ხოლო გაყიდვებუიდან შემოსული თანხა ველური ბუნების დაცვის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მუსიკოსმა ჩამოაყალიბა.

მამაკაცებისთვის განკუთვნილ პარფიუმში სანდალის ხის ნოტები და მაჩვის სუნი იგრძნობა. ლეგენდარული ჯგუფის ფანატებს კი საშალება ექნებათ ბრაიან მეის ავტოგრაფით შემკული 50 მილილიტრი მოცულობის ფლაკონი შეიძინონ.