ნიკი მინაჟი ტრეისი ჩეპმენს 450 ათას დოლარს გადაუხდის

34

ნიკი მინაჟმა და ტრეისი ჩემპმენმა 2018 წელს წამოწყებულ სასამართლო დავაში შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, მინაჟის ტრეკი Sorry, ტრეისი ჩეპმენის სიმღერის Baby Can I Hold You-ს ფრაგმენტებს შეიცავდა, რისი უფლებაც მომღერალს არ ჰქონდა.

ნიკი მინაჟი მზადაა 450 ათასი დოლარი გადაიხადოს. გადაწყვეტილების კომენტირებისას, ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მინაჟი პირობებს მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ დავის გაგრძელება ხარჯებს მეტად გაზრდიდა.