Sex Pistols-ის შესახებ მინი–სერიალს გადაიღებენ

27

ტელეარხ FX–ისთვის ჯგუფ Sex Pistols-ის შესახებ მინი–სერიალის რეჟისორი და პროდიუსერი დენი ბოილი გახდება. როგორც Hollywood Reporter წერს, ფილმი “Pistols” მუსიკოს სტივ ჯონსის მემუარებზე დაყრდნობით იქნება გადაღებული.

სცენარის ავტორები კრეიგ პირსი და ფრენკ კოტრელ ბოისი არიან.

სტივ ჯონსს ტობი უოლესი, ჯონი ლაიდონს ენსონ ბრაუნი, სიდ ვიშესს ლუის პატრიჯი, პოლ კუკს ჯეიკობ სლეიტერი, გლენ მეტლოკს კი ფაბიენ ფრანკელი განასახიერებს.