სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ თიზერი გავრცელდა

33

პოპულარული ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ თიზერი გავრცელდა. თიზერი, სარა ჯესიკა პარკერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ახალ ეპიზოდებში კერი, მირანდა და შარლოტა გამოჩნდებიან, ხოლო სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება კიმ კეტროლს, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა აღარ მონაწილეობს.

ახალ პროექტზე მუშაობა, 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება და მისი პრემიერა სტრიმინგ-სერვის HBO Max-ზე შედგება.